ხანდახან


ხანდახან მგონია, რომ ვერ მიშველი ...
ხელი შემაშველე, უფალო...
შენს იქით არსაით გავიშვები ...
ვდგავარ დაღლილი და უბრალო ...

ხანდახან მგონია, რომ შევიშლები ...
ირგვლივ ყველა მუშტებს მიღერებს ...
ხედავ,ნაწილ-ნაწილ რომ ვიშლები ?
მოდი და სიმშვიდეზე მიმღერე ...

სიმწრისგან მხრებში ისევ ვერ ვიშლები ...
სუნთქვა გამიძნელდა,ვნებდები...
არა,უსათუოდ შევიშლები ...
ნაბიჯს ვეღარ ვდგამ და ვშეშდები ...

ხანდახან მგონია, რომ ვერ მიშველი ...
მსურდა მხოლოდ ლექსი მეწერა ...
ღმერთო, მე არსაით გავიშვები ...
შენი დამამჩნიე ხელწერა ...

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი