ჰოდა ,ასე


მე მსაყვედურობენ , რომ შემიძლია ავდგე შენი ტანიდან და შენელებული სუნთქვით გისურვო მშვიდობიანი დილის დაწყება . 
მე მსაყვედურობენ ,რომ ვცხოვრობ ვარდისფერ სამყაროში ან რა გასაკვირია , 
როცა ჩემს მუცელში იზრდება გაზაფხული ...
მე მსაყვედურობენ , რომ შეიძლება ვერ შევამჩნიო ადამიანები , 
მაგრამ მთელი სიმძაფრით განვიცდიდე სამყაროს არითმიას .
მე მსაყვედურობენ წერას ყველაფერზე , 
მსაყვედურობენ არეულ ნაბიჯებს , მაგრამ არასდროს ცდილობენ ამარიდონ ტკივილებს .
მე მიყვარს საკუთარი თავი . 
მომწონს ყოველდღიურად შენი ტანიდან ადგომა და სარკე , რომელშიც უფრო დახვეწილი და ქალური ვჩანვარ ...
ეს ცხოვრება უამრავი სიურპრიზებითაა სავსე , როცა ყველაზე ნაკლებად ელი , ზუსტად მაშინ მოვა ბედნიერება , რომელიც სუნთქვას გაგიჩერებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი