მიწერისმაგიერ


ძველ ფოტოებს რომ ათვალიერებ და სენტიმენტები გეძალება ,ერთმანეთს მონატრება და სინანული რომ ანაცვლებს . გახსენდებიან ადამიანები (კადრები ) ,საკუთარი თავი და წარსულს აწმყოსთან ადარებ .მომავალი კი ისევ ბუნდოვანია ... წამით აივსები , როცა საყვარელ ფოტოს ნახავ და მერე ცხრები ,რადგან იცი , რომ ის დრო აღარასდროს დაბრუნდება. ფრთხილად აცლი მტვერს ემოციებს და გეღიმება , რომ ტკბილ მოგონებად დარჩა .... ახლა შენც მინდა მტვრისგან გაგათავისუფლო და დაგაწყო კადრებად ,მომენტებად,სენტიმენტებად და გავიღიმო.... შენ კი დაბრუნდი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი