სენტიმენტალური


სენტიმენტები მეცვა აქამდე ,
თუმცა სხვაგვარი მსურდა გენახე .
გახსოვს პირველად რომ დამინახე ,
თმებზე თითები როდის შემახე ?
მე მახსოვს , 
მახსოვს შენი თბილი ხმა ,
ნაზი ღიმილი დამშრალ ტუჩებზე .
როგორ აანთო ზეცა თბილისმა ,
როგორ წაიქცა წვიმა ქუჩებზე .
მახსოვს კოცნები ჩამქრალ ღამეში ,
ოთახში კვამლი სიგარის მძიმე .
გიცქერდი ჩემი სუნთქვით გალეშილს ,
მაბამდი ყელზე ამბორის მძივებს .
მე მთვარეც მახსოვს , სავსე და მკვეთრი ,
მახსოვს დილამდე რაზეც ვიცინეთ.
ჩემი გულის გზას სიფრთხილით კვეთდი 
და რამდენ ღამეს ვერ დავიძინეთ
ჭორების გამო , 
რომელიც გვცდიდა .
ნერვებდაწყვეტილს ვლახავდით დღეებს ,
მაგრამ სიტყვები როგორ დაგვცლიდა 
ჩვენ ერთმანეთში ვხატავდით მზეებს
და ახლაც წლები ერთად მიდიან ,
რას გაუგებენ ამ გრძნობას სხვები .
ჩვენი სიშორე მხოლოდ მითია .
ჩვენ ერთმანეთში ვსახლობთ და ვთბებით .
მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი