დასიზმრება
უღმრთოდ ლამაზია ჩემი ცოლი, მიხმობს ნამნარევი დილა და მე (თუმცა არ ვარ ღმერთის ტოლი) ღმერთო,შენზე ძლიერ მიყვარს . ღამე ორბისფერი,უფრო შავი , ტერფებს მოცელავს და დამშლის . ვნანობ სიყვარულზე რომ ვროშავდი , ვნანობ ვერ მოპარვას თავშლის . (შენს თმებს ვერაფერი იფარავდა ) რძისფერ მოლოდინში გნახე . მწუხრი რიჟრაჟისგან იპარავდა წუთს და თან გვიგებდა მახეს გეცვა სიმშვიდე და ზღვები ღმერთო, რა სიზმარი ვნახე . ზურგით არასოდეს ვდგები , ღმერთო,რა სიზმარი ვნახე , ნეტა , არ ამიხდეს გვედრი , ნერვებდალეწილი ვგალობ, ჩემს ბედს არ იფიქრო ვყვედრი (რა ლამაზი იყავ ქალო) . მასზე ამაყია ჩემი ცოლი, მე ის შენზე მეტად მიყვარს , ღმერთო, მე არა ვარ შენი ტოლი , ღმერთო, დამიტოვე სიზმრად ..... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი