ჩემს თავს ხელი მოვქაჩე და ავუშვი სადავე


ჩემს თავს ხელი მოვქაჩე და ავუშვი სადავე ,
ზეცამ შავი ღრუბლები ცხრა მთას იქით გარეკა .
აჰა , ღმერთო მოვედი , რომ არ გვქონდეს სადაო ,
ამ ეპოქამ ზარები ,,ოცდა - ერთხელ " დარეკა .
იწვა ქვებზე აპრილი , როგორც განმარტოება 
და მუხლებზე კვირტები ესხა გაბითურების ,
ჩურჩულებდნენ რტოები (რა იციან რტოებმა ),
რომ ჟამია ამაო პატრიოტი ურების .
ჩემს თავს მჭიდროდ მკლავები ვიცი უნდა მოვკიდო ,
რომ გადავრჩე სიყვითლით კვდომა - დასნეულებას ,
შენ კი არყის ბოცაში ჩაიმატო მოჰიტო ,
რომ ჩემეულ რითმებში შენი განსხეულება 
აღარ იყოს საჭირო ! 
აღარ იყოს საჭირო ! 
აღარ იყოს საჭირო !
ჩემს თავს ხელი მოვქაჩე და ავუშვი სადავეს , 
აჰა, ღმერთო მოვედი , რომ არ დაგვრჩეს სადაოდ,
ღმერთო , სიცოცხლისათვის ლექსი არ დამირჩინო , 
ღმერთო , იმედისათვის ლექსი არ დამაჭირვო ...
მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი