აურა
მტვერი დაედო ემოციას ფიჭვის თაროზე , ძმად გამეფიცა სიმარტოვე და ჩვენც ვმარტოობთ . კოკით ავავსეთ სურვილები ბებოს წყაროზე , დრო არ იცვლება , მაგრამ ვბატყობ , - უნდა ვადროო . ფერი გაუცვდა , აღარაა ათასფერადი , ცას ცისარტყელა დღეს რატომღაც ეუცნაურა . სიყვარულია მარტივი ან მრავალჯერადი მე კი , რატომღაც აღარ მომწონს ქვეყნის აურა . სულ მუქ ფერებში რატომ ვხედავ ? აბა რა ვიცი ... უცნაურია ჩემი ყველა ფიქრის დაწყება . აღარც ლექსები მეწერება , აღარც განვიცდი , რომ ყველაფერში დასასრული უდრის დაწყებას . ჯაჭვი იგება , თითო რგოლი არის იმედი . დღეს გამარჯვებას ისწრაფვიან მკვდრები , მძორები . ფიქრის გორაზე ისევ მარტო , ისევ მოვედი რათა მეხილა დაცემა და არ დავყოლოდი იმ ბრმებს , რომლებიც საკუთარი სისხლით ღებავენ ყველა სტრიქონს და მიწიერი შერჩათ თვალები . იმათ , რომლებიც ყველა სიტყვას ასჯერ ზომავენ , მაგრამ რატომღაც , სულ ეშლებათ დრო და ადგილი ... აზრი ვიცვალე , (რაც აქამდე მძულდა ჭირივით ). ტანსმოტმასნილი აგედევნე , როგორც გადია . ლექსი დავწერე , ან დამწერა , ანდა პირიქით - ყველა ტაეპი ცინიზმი და მასკარადია ! მტვერი დაედო ემოციას ფიჭვის თაროზე , ვცდილობ ეპოქას გავუგო და მხარი ავუბა . დრო არ იცვლება , მაგრამ ვატყობ , - უნდა ვადროო . დიდიხანია აღარ მომწონს ქვეყნის აურა ... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი