ჩემეული


ვერ მოგირჩინე,ისევ ამტკივდი
ათი , ათას წლის მერე...
გული ვერაფრით გადავარჩინე ,
ლექსი შენფერი ვწერე.
დარდადაჩენილ ბწკარებს მივსტირი 
და თან ნამეხარ სტრიქონს,
ვინა სთქვა ჩემი დაცლა ვნებისგან,
დაუძლურება თითქოს...
ვინა სთქვა ჩემი მარტოდ დარჩენა,
მიუსაფარად ყოფნა,
მეგობრისა და მტრის ვერ გარჩევა
ვაი-ვიში და მოთქმა.
ჩემი მზე ჯერ არ ჩასვენებულა,
არ ჩასულა და მორჩა !
ისევ ამტკივდი ამ დროის მერე,
ვბორგავ,ვაწყდები ნერვებს.
მსურს შენი ყველა დარდი მე ვზიდო
შენ-ათასი წლის მერე !
შეღამ -ბინდისფერ ამინდში ვიყო,
შენ მზიან დღეებს შერჩე,
დე, სიხარული აღარ გამიყო
დე,აღარასდროს შემხვდე ...
ვერ მოგირჩინე, ისევ ამტკივდი 
ათიათას წლის მერე ...
მსურს შენი ყველა დარდი მე ვზიდო,
შენ-ათასი წლის მერე ...
მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი