ჩანახატი
ხანდახან ადამიანები ისე შემოიჭრებიან ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში , რომ არც გვეკითხებიან ... ჩვენდაუნებურად ძვირფასები ხდებიან , ჩვენთვის იმდენად სასურველნი და ჩვენებურები რომ გვებედნიერება. ამას გამიზნულად კი არ აკეთებენ , უბრალოდ ასე ხდება და მორჩა !აი, ისეთი სხვანაირები არიან მათი ყველა სიტყვა რომ თბილ ღიმილს გვგვრის ... მათთან ერთად ყოფნა გვიხარია, შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობთ, უფრო მეტ თავისუფლებას და სიბოს !მათით ვივსებით და მერე როდესაც მიდიან სრულ სიცარიელეში ვრჩებით . საკუთარი თავიც გვეუცხოება და თითებიც ... ვიწყებთ მოგონებებით ცხოვრებას, თუმცა ეგ ყველაზე დიდი სისულელეა,მიჩვევაზეც კი ! სულში რომ ჩაახედებ ადამიანს, მაგაზე მეტი ნდობა არ არსებობს ! ხოდა, ყოველივე ამის მერე ისევ წრეზე მიდიხარ, გარკვეული დროის მერე იმავე სიტუაციაში აღმოჩნდები, ისევ გაგიხარდება, მერე ისევ გეტკინება, ოღონდ რაც უფრო ხშირდება და იზრდება წრე , მითუფრო ეგუები ადამიანი, მერე უკვე ყრუ ტკივილებს გრძნობ და აღარც ადრინდელივით გიხარია ... და მაინც , ყველა სიხარულის დროს გაქვს იმედი , რომ ეს სამუდამოა ... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი