რას გაიგებ
შენ რას გაუგებ დედაკაცო, ხალხი ჭრელია. დგას და ღამეებს ასამართლებს არსთა გამრიგე. უნდა იმრუშო, უნდა მოკლა- შენთვის წესია, რადგან ცხონების ყველა ფრაზა მრუდედ გაიგე. შენ რას გაუგებ დედაკაცო, ხალხი ჭრელია. ვდგავარ და ჩემში ვერცერთ უჯრედს ვერ ვავსებ ღმერთით. მოდის და ქრისტეს ემსგავსება ყალბი მესია, მოდის და მასში ზეციური არც კია წვეთი. .. შენ რას გაუგებ დედაკაცო, ხალხი ჭრელია. მოვლენ,ფეხებსაც დაგიბანენ კოცნით, ცრემლებით. დღეს ქრისტეს ჯვარცმას ბარაბები შემოსევიან, დღეს ქრისტესავით კაცთა ცოდვებს ვერვინ ვევნებით... შენ რას გაუგებ დედაკაცო, ხალხი ჭრელია, ბრბოა და მართლაც სინანული არცა გვაქვს წვეთი . მოდის და ქრისტეს ემსგავსება ყალბი მესია ... ვდგავარ და ჩემში ვერც ერთ უჯრედს ვერ ვივსებ ღმერთით .... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი