ნოემბერია
ნოემბერია და ჩვეული სუსხით მაშინებს სულ სხვანაირი სუნი უდის არდაბრუნებას . ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვშორდებით და კედელს ვაშენებთ , რომ აღარასდროს არ მოგვინდეს კვლავ დაბრუნება . ნოემბერია , ვერ შევძელი , რომ არ მტკენოდა . ნერვიულ ხველას ვერ ვიჩერებ ლექსით , ქარაგმით. ნეტავი შენში ჩემი თავი არ დამრჩენოდა , ახალ ცხოვრებას გვირილებით მოვიქარგავდი . ნოემბერია , არ ვუჩქარებ ნაბიჯს არაფრით . არ ვეძებ სხვა გზას , არც გაქცევის არ მაქვს სურვილი . როგორ მეგონა , რომ შენს გრძნობებს მოვიპარავდი , როგორ მეგონა , რომ უშრეტი გქონდა წყურვილი ჩემი და რადგან ოქროსფერი სხივით ვთბებოდი , მჯეროდა ყველა ამოსუნთქვის ერთიანობის და რადგან ბილიკს შენსას მუდამ უხმოდ მოვდევდი გადაიღალე და მხოლოდ მე გჩემიანობდი ... სულის აკორდებს ფერფლისფერი ფრაზებით ვართობ და რა ხანია გარიჟრაჟსაც ვასწრებ თენებას , მე ალბათ ჩემი მიწიერი თვალებით გაკრთობ და ყოველ დილას რომ ვირთვები ლექსისფერებად . ნოემბერია , აღარა გწერ უკვე ბარათებს , დავტოვე აწმყო , მომავლისკენ ვიწყებ დინებას . აღარ აქვს აზრი ნოემბერში დარდს და კამათებს , ცვალების გარდა ნოემბერმა არა ინება ... სულ ცოტა მინდა მოთმინება გადარჩენამდე . (უარყოფილი გრძნობებისთვის და ხელის გაშვება ) . შენელებული პულსითა და სუნთქვით შენამდე მე აღარ მოვალ . აღარა ღირს ციდან დაშვება ... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი