არშობილ შვილებს


მტკივა არშობილი შვილის ჩახუტება 
ვიცი აღარასდროს დაბრუნდები .
ტკივილი დროის სვლით არ ხუნდება 
და მეც წარსულს არ ვუბრუნდები .
მაგრამ გონებიდან არ იშლება 
ჩემში როგორ ძგერდა ორი გული 
და არც არასოდეს წაიშლება 
რომ ვიყავ დედა , ქალი ორსული .
როგორ გეხებოდი ყოველ ღამით 
ხელის კანკალით და ცრემლებით 
ვკრთოდი , არ გტკენოდა რამე 
ჩემი უეცარი შეხებით .
მინდა კიდევ ერთხელ ჩაგიფიქრო , 
წავშალო წარსულის ლაქები .
ჩემში შენი სუნთქვა შევიგრძნო 
მითხრან , რომ კვლავ დედა გავხდები .
რა დრო გავიდა და არა მტოვებს 
შენთან განშორების ტკივილი .
შვილო , მაპატიე სისუსტე და 
შვილო , მაპატიე სიკვდილი ...
მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი