ღელვები


ვფიქრობ და უფრო - რე მეშლება ნერვები ,
რომ ისევ ვერაფერს ვერ ვიწყებ თავიდან ,
რომ ვეღარ ჩავაქრე ჩემს სულში ღელვები 
და მუდამ გავდივარ მეორე კარიდან .

ვიღაცა მკარნახობს თამაშის მანერებს 
მიწესებს წესებს და არ ცხრება თავხედი !
ხოდა, უმოქმედოდ მე რა გამაჩერებს 
ან სხვის დაძახილზე როდი ვიხედები .

ვფიქრობ და ყელშია უკვე დედამიწა !
თქვენ კი რას გაიგებთ რატომ ვიყეფები .
თქვენთვის დამითმია ყველა ოვაცია ,
ყველა გამარჯვება , ტრიუმფი, მიღწევები !

უკვე არაფრისგან ვიქმნი ილუზიას , 
ისევ მიწუნებენ ლექსებს გოშიები .
ახლა ყველაფრისთვის მიმიფურთხებია ,
როცა ძვლებს მიხრავენ ხარბად , მოშიებით !

ხოდა , ამიტომაც უნდა განვმარტოვდე ,
კამათი რეგვენთან არ მჩვევია .
ღმერთს ვთხოვ ,- არასოდეს გავმარტივდე,
ლექსებს სისხლის წვეთი ამჩნევია .

ნერვებდაწყვეტილი სტრიქონები
იმედს ჩემთვის აღარ იმეტებენ .
ღმერთო , რამდენ რამეს ვიგონებდი , 
ღმერთო , რამდენ რამეს მიგონებენ !

ხოდა , ამიტომაც გავდივარ კარიდან ,
ხოდა , უფრო-რე მეშლება ნერვები .
რამდენსაც წავაგებ ,-დავიწყებ თავიდან ,
პოეტში არასდროს ჩაცხრება ღელვბი !

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი