გაზაფხულია
აპრილს შეხსნია გულზე საკინძე დღეს გაზაფხული იშიშვლებს მკლავებს . ისევ შენა ხარ ჩემი სამიზნე , ისევ ჯიუტად შიშტერებ თვალებს . მარტმა ჩაიცვა ატმის კაბა და მათრობს სურნელი ჩვენი ალუჩის ფიქრი მიწეწავს სევდის საბანს და შენს ტრფობას კარგო , მე ვინ დამიშლის ! გულ-მკერდს მისველებს გრილი წვიმა და შენი ჟინი მკლავს ოხერ-ტიალი ! ბედთან ლაჩრობა ჩემი ვინ სთქვა და უნდა დავიწყო კვლავ ხეტიალი . მარტმა ჩაიცვა ჭრელი ფერები , ბაღში აყვავდა ჩვენი ალუჩა . ისევ შენია ჩემი მკლავები უაზრო ლოდინს ბოლო არ უჩანს . გრძნობას მოვარდნილს ქარიშხალივით დაგპირდები და მთაში წაგიყვან ! ხევსურის ქალას უარს ვერ მეტყვი და მაშინ უკვე ვერსად წამიხვალ ! მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი