ჩემი ლოცვა
უფალო ჩემო , ჩვენ არაფრით ვგავართ ერთმანეთს უკვდავი რომ ხარ სატანჯველი მეტი რა გინდა . დღეს გულწრფელობას აფასებენ თითქმის ერთ მანეთს და კლავენ აწმყოს , როგორც ქრისტეს , დასაბამიდან . უფალო ჩემო , დაგემსგავსო მინდა იერით , სანამ შევცოდავ , მანამდე მსურს ძლიერ ამტკივდე . დამაქვს სხეული ავხორცი და სული მშიერი . ღმერთო , ჩემს გამო გოლგოთაზე გთხოვ , არ ახვიდე ! უფალო ჩემო , ქაოსია ჩემ სამყაროში . დედამიწაზე ჩემთვის ბინა ვერსად ვერ ვპოვე . ერთადერთ იმედს გეჭიდები შამბიან დროში და სადიდებლად შენდა ღმერთო , ლექსსაც ვერ ვტოვებ . ვნანობ მოძღვარო , მომიტევო უნდა უფალმა , ლოცვაც ვერაფრით ვერ ვისწავლე , ვერ ვიზეპირებ და ამიტომაც , ჩემებურად ვწერ და მოგმართავ შემინდე ღმერთო , გადავედი ზღვარს და ჯებირებს . აპათიასაც ვერ ვუთხარი ისევ უარი , ჩემს არსებაში მცირე , მაგრამ დარჩა სიმართლე . და ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთი თუ არი შემოდი ჩემში , სიყვარულით გამასამართლე ! უფალო ჩემო , დაგემსგავსო მინდა მცირედით , სანამ შევცოდავ , მანამდე მსურს ძლიერ ამტკივდე . დამაქვს სხეული ავხორცი და სული მშიერი . ჩემს გამო ღმერთო , გოლგოთაზე აღარ ახვიდე ... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი