რამდენჯერ
რამდენჯერ მეძინა შენს მკლავზე განაბულს , რამდენჯერ ჩემს ტანზე არწიე ტორები , რამდენჯერ არ შევხვდით ერთად ჩენს გაზაფხულს , რამდენჯერ ვალეწეთ სიყვარულს რტოები . და ახლა ფიქრები მტანჯავს და მაწვალებს , რომ ვიღაც ჩემს ნაცვლად გკოცნის და გეხვევა და შენ კი ვიღაც სხვის , სხვა ქალის ნაწნავებს თითებზე იხვევ და გრძნობები გერევა . ამტკივდი სულისავ , მოდი და მიშველე ! ეს ზეცა უშენოდ ცრემლებად დაიქცა . ტანიდან შემიშრე წვიმების სისველე , ბავშვი ვარ , იმედიც ბავშვივით წამექცა . რა მოხდა , თუკი სხვამ მიგიხმო თავისთან და ვნებით აცოცხლებთ ობიან სარეცელს . რა მოხდა , თუკი ხვალ შემხვდები თვალმზიანს და ის სხვაც თუკი შლის საჩემოდ საცეცებს ! მე მაინც იცოდე , დაგიცდი , რა მოხდა , ბავშვი ვარ , ვისწავლი ცხოვრების გაკვეთილს და ამ სიყვარულით სულიც თუ ამომხდა არ ვნანობ ! რჩეულებს ბედი გვაქვს ასეთი ! მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი