ჩამოდის ზეცა ..
ჩამოდის ზეცა , ვერ დამიტევს ,ვერც დავეხსნები ... იშლება მთვარის ბრწყინვალება , მიწის კიდემდე , მტვერგადაცლილი გულწრფელობით ძლივს გაგიბედე , რომ არ დამემსხვრა ვერნათქვამი ცოდვის სიმძიმე ... ჩემს ცხოვრებასთან ზავი ისევ ვერაფრით შედგა , ვდგამ ბოლო ნაბიჯს,სიმაღლიდან ვეშვები მძიმედ... ჩამოდის ზეცა და სიშიშვლით ზურგზე მაწვება ... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი