გამაგრდი გულო
გამაგრდი გულო ! ყველაფერი ახლა იწყება ! შენ ყველა უნდა შეინანო , ნახო სიზმრები ... როგორ ერთდება ცა და მიწა , როგორ მძიმდება, როგორ ღვივდება ნაპერწკლიდან ცეცხლის ზვირთები ... დამშვიდდი გულო ! სიკვდილებთან რა გაეწყობა ?! უნდა დამარხო მეგობრები ,ძმები ,მშობლები ... დღეს მოგონებებს მიაყარო შავბნელი მიწა, ხვალ გაზაფხული დადგება და აყვავილდები.... გამაგრდი გულო ! ყველაფერი დასაწყისია ! ხვალ უარესად გეტკინება და დამუნჯდები ... მერე ისწავლი ,რომ უგულოდ სჯობდა გეცხოვრა .... ნუ მეურჩები .... გამაგრდი გულო ! ყველაფერი ცუდად იქნება ! დაიმსხვრევიან იმედები ,- სიყვარულები ... ხვალინდელი დღე დღევანდელზე მძიმე იქნება ... ოღონდ დამშვიდდი და უფრო-რე ნუ გართულდები .... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი