პოეზია


არავის სჭირდება შენი პოეზია 
მარიამ,მიწაზე დაეშვი ...
სინდისი ,რომელიც მკერდს შიგნით ხმიანობს ,
არ მისცე გაქცევის იმედი ...
მოეშვი...
ეგ მხრები ,მკლავები დაღლილი ,
დროშები დაუშვი ...
არავის არ უნდა ,
არავის სჭირდება ,
მიწამდე დაეშვი ...

აიმღვრა აურა ...
ვერ უძლებ ძმათა შურს,
მშობლების მკვლელობებს ...
თვითგვემას ყოველდღე აწყდები სტროფებში
და ანგრევ იმედით ნაშენებ შენობებს ...

საფრთხეა თუ ვინმემ შეგატყო სიმართლე 
და შენი სიმაღლე ღმერთამდე ავიდა ...
აქ ყველას თვალები დაბლაა ,მიწის ქვე ...
აქ ყველა სნობია და შარლატანია ... 
შენ ამდენ სიმყრალეს ვერა ,ვერ აიტან ...

ღამეა...მითუფრო გაბიჯებს სინდისი ,
დამარხავ ათასჯერ დამალულ ტკივილებს ,
ამ ერთხელ გაბედე და გადააბიჯე სიცოცხლეს,
რომ გღლის და ვერასდროს გიგებენ ...

მარიამ , შენს გულს რომ სულ არ უხარია ,
შენი გზა არავის ,არვისას არა ჰგავს ...
პოეტის სიცოცხლე წვიმა და ქარია ,
პოეტის ცხოვრება გზაგასაყარია ....

მარიამ , არავის ,არასდროს სჭირდება .
რითმები სუსტების თავშესაფარია ...
მარიამ, სტროფები ყოველთვის მცდარია ,
ლექსები მიწას და ცას შორის ზღვარია ....

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი