გკითხულობ
გკითხულობ და უფრო ახლოა შენამდე , სვავებმა იცეკვეს ზეცაში ... ირაო ... და როცა სიკვდილი ზღურბლს გადმოაბიჯებს , შემინდე უფალო , თვითმკვლელის არია .... შენ ჩემში იპოვი ყველაფერს ჩემს გარდა , სულ დავახურდავე , სულ დავანაწილე... ყველა ემოცია რასაც ვიჩემებდი , რაც კი მემჩნეოდა ტანზე მოტმასნილი ... ქარსვე გავატანე ქარის მოტანილი .... გკითხულობ ,გკითხულობ თუ რამ გადამირჩა , რაც ვერ გავიმეტე ,ვერ გავაბითურე ... ჩემი ანარეკლიც აღარ მოჩანს ... თუ შენც დაიღალე ,მოდი და მიყურე , რომ არ შეიძლება ასე უღმერთობა და რომ სისულელე არის ფორიაქი ... ყველა მიტოვება არის უმეცრება , ტკივილს ვერ აყუჩებს ჭიქა კონიაკი ... გკითხულობ და უფრო ახლოა შენამდე, სვავებმა ზეცაში იცეკვეს ... ირაო ... და როცა სიკვდილი ზღურბლს გადმოაბიჯებს , შემინდე უფალო , თვითმკვლელის არია ... და შენც დაიჯერე , რომ ასე მარტივად, რომ ასე უგულოდ გვტოვებენ ღმერთები.... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი