მადლობელი ვარ


მადლობელი ვარ მიწის და ზეცის ,
რომ ყოველი დღე მასწავლის თუნდაც 
როგორ არ უნდა შემძულდეს მტერი ,
მოყვარეს როგორ დავუხვდე თუმცა ,

ფერმკრთალი გული მიჭირავს ხელში
ცრუ მეგობარმაც მესროლა გუნდა ,
ამ წუთისოფლის პატარა მკერდში 
მე დავრჩი მხოლოდ ჟანგად და ხუნდად ...

მადლობელი ვარ ,ყოველი დღისთვის 
ხშირად სწორი და მრუდე ნაბიჯით ,
არ მემეტება ტკივილი ძმისთვის ,
და ვერ ვიგუე სიტყვა ნაბიჭვრის ...

ყოველ ცისკარზე ,რომ ვსუნთქავ ცის ფერს,
ყოველ გაზაფხულს იმედით ვხვდები ,
თუმცა კი ვნანობ ღმერთო, ყოველაფერს,
მაინც იგივე ,ნამდვილი ვრჩები ...

მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის ,
რომ შემწევს ძალა ,ვიყო მღელვარე 
და განვიცდიდე მძაფრად ფორიაქს ,
ავენთო ცეცხლად ,ვიყო მგზნებარე .

მადლობელი ვარ მიწის და ღმერთის ,
რომ შემწევს ძალა ისევ მტკიოდეს 
და აღმაფრენით ,ზეცის გადაღმა ,
სული ლექსებად ამომდიოდეს ...

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი