ყველა თავისი საზომით ზომავს ..
ყველა თავისი საზომით ზომავს, ყველა თავისი სასწორით წონის, ვიღაცა წყევლის ადამის მოდგმას , სიტყვას ამატებს თქმულს და გაგონილს. ახლა ქარები უფრო ცივია, სათქმელი ბევრი დამრჩა,-სადაოც, ჩემი სიმშვიდე უფრო დიდია ვიდრე სამყარო ! ჩემი ფიქრებიც აღარ მიცდიან , ცისკენ იწევენ ,მე მიწას ვრჩები . დღეს პოეტებმა უკეთ იციან თუ არ დაწერე ვერ გადარჩები ... ყველა თავისი საზომით ზომავს , ყველა თავისი სასწორით წონის , სულში ლექსებით აპრილი მომყავს , სათქმელს ათასჯერ ვაწყობ და ვწონი... დღეს სიყვარული უფრო ძვირია , რწმენას და იმედს ვაშენებ ჩემში . სიჩუმის ხმები ისევ ყვირიან, რითმების ჯარიც წავა და შემშლის ... ახლა ქარებსაც სცივათ ,ტირიან , სათქმელზე მეტი მრჩება სადაო ... ჩემი სიმშვიდე უფრო დიდია , ვიდრე სამყარო ! მარუსა /2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი