როგორ მინდა გაქცევა ..


როგორ მინდა გაქცევა 
ამ ოხერი კანიდან...
და სადმე გადამალვა ,
რომ ვერავინ მიპოვოს ...
ან ყველაფრის დაწყება 
იმ ავბედი წამიდან 
როცა მე მოვევლინე 
ჩაჟანგებულ სამყაროს ,
თუნდაც ვინმემ მასწავლოს ,
როგორ უნდა გავცოცხლდე,
გული გამომიცვალონ,
ჩემი სისხლი გარეცხონ ,
ოღონდ ღმერთო ,ყველა გზა ,
რაც კი გამოვიარე ,
აღარასროს მაჩვენო ,
აღარასდროს მაჩვენო ...

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი