ვიტყვი თუ დღეს როგორ მკიდია ..


ვიტყვი თუ დღეს როგორ მკიდია ფეხებზე ,
ჩემს ლექსებს ობის და სიმჟავის გემო აქვს .
შენ ჩემი სიმშვიდის გაწყრები ელ-ფერზე 
დუმილი მხოლოდ-რე თვალებზე შემომრჩა

და დაწყდნენ სტროფები სულ მისხალ-მისხალ და 
ვიტოვებ წარსულში თუ რამე გამაჩნდა .
მე ნააბორტალი მუცელი მტკივა და 
ტაეპი -ლექსებს რომ ვერაფრით დააჩნდა.

ვიტყვი ,რომ შენსავით მკიდია ფეხებზე ,
რაც დღემდე დავწერე ,მომიძღვნეს ,
დავწვი და 
ჩემს სხეულს რომ ვკიდებ ყოველ ღამ ხეებზე 
და სულის ამარა უსულოდ ვაგდივარ ....

მარუს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი