მკლავზე გეწვინა დედოფალი ..


მკლავზე გეწვინა დედოფალი საქართველოსი ,
გული კი სხვისკენ გიწევდა მაინც
და ბრძოლა , ჩემი სურვილი შენში - 
ცივ დეკემბერში უხმობდა მაისს.

შენ დათმე ტახტი , ქონება , ცოლი 
და ცივ მთებს სთხოვე თავშესაფარი .
შენ დათმე ყველა ,- დიდება , ომი ,
ასეთი ცა ხომ არსად არ არის .

მკლავზე გეწვინა დედოფალი საქართველოსი
და ნატრულობდი ხევსურის ქალას .
ჩვენი ვაჟკაცის ძილის დრო არის
და შენ ამ ტრფობის უყვები ამბავს .

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი