მე რომ მშიშარა არ ვიყო


მე რომ მშიშარა არ ვიყო, ავდგებოდი და წავიდოდი უმისამართოდ , სადაც მხოლოდ ჩემი მობეზრებული თავი მეყოლებოდა. წავიდოდი და აღარასდროს დავუბრუნდებოდი იმ ადგილს, სადაც ერთხელ მაინც მიყურებია აისისათვის და გაზაფხულის წვიმაში მირბენია ფეხშიშველს . სადაც გამისინჯავს ალკოჰოლი და მიცინია უაზროდ , დამიწერია და დამიხევია არაფრისმომცემი გრძნობები, იმედები, სენტიმენტები და სადაც მყვარებია ..... იმ ადგილს , სადაც სულ ერთი წამით მაინც მიგრძვნია ბედნიერება, სიმშვიდე , დაუსრულებელი ფორიაქი და ემოციებით დავღლილვარ ..... ავდგებოდი და წავიდოდი ჩემი თავით დაუძლურებული და არაფერს დავიწყებდი თავიდან .... გავაგრძელებდი წყვეტილებს ...... წყვეტილებს , თქვენ რომ სიცოცხლეს ეძახით, ხანდახან კი ცხოვრებასაც . წყვეტილებს, რომლებიც იმდენად რუტინულია , რომ უკვე რობოტებად ვიქეცით ....ჩვენ აღარ დაგვრჩა ჩვენი თავი , რომ ველაპარაკოთ, რომ ვემეგობროთ,რომ გვიყვარდეს, რომ გვტკიოდეს, გვენატრებოდეს ,რომ ვიბრძოდეთ ,ვაშენებდეთ და ვგრძელდებოდეთ სხვათა სიცოცხლის შობით .... ჩენ აღარ გვყავს საკუთარი თავი .....მე რომ მშიშარა არ ვიყო, უბრალოდ ავდგებოდი და მოვიდოდი !!!!!

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი