ჭრელი სათვალე
ვერ მოვიშორე სიმარტოვე ,შემისისხლხორცდა. მარტოსულები სრულებით არ ვგავართ ერთმანეთს. ხარკს ლექსით ვიხდი , ყველამ ხელი მე შემახოცა. რა სირცხვილია ! დავშორდით ერთმანეთს ... ვერ მოვიშორე მავნე ჩვევა , კანში გამიჯდა ... ლექსების კვამლით რომ მოვგუდო მინდა ფილტვები ... მე შენზე წერა თვითმკვლელობის ფასი დამიჯდა , ახლა ფარსია ,მაშინ შენსკენ მართლა ვილტვოდი... ადრე ვიტყოდი , რომ მე ასე არ მყვარებია , რომ ისევ იწვის შენი ვნებით ჩემი სხეული, რომ ჩემი მუცლით ჩვენი შვილი მიტარებია , ახლა ?-მარტო ვარ , გადაღლილი , კენტი , ეული.... პოეტებს სუნთქვაც არ აქვთ საერთო , მე ვერ მოვირგე ვარდისფერი , ჭრელი სათვალე ... ვერ მოგიშორე მავნე ჩვევა , ხოდა ,საერთოდ , შეუცნობელი დაგრჩი ,ჩათვალე ! მარუსა 01.12.2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი