არეულობის ჟამს


შენი თითებია ასე მხურვალე 
ჩემს თმებზე რომ ტოვებს ნაკვალევს ,
შენი თვალებია ასე რომ ციმციმებს ,
მინათებს ცხოვრებას ნაღამებს.

შენი სურნელია ჩემი ამოსუნთქვა ,
თუნდაც არასწორი ნაბიჯები.
ჩემი სურვილია ცოტა დამშვიდდე და
ასე ნურასოდეს გაგიჟდები.

შენი ტუჩებია ყოველ წამს რომ მკოცნის 
ძაღლივით იშუშებს საკუთარ იარას.
ჯერ სულ პატარა ვარ ,არ გავმხდარვარ ოცის ,
მაგრამ მაინც მართმევ იმედს ,ვით იარაღს .

შენ ცხოვრება გქვია ,ბევრი გსაყვედურობს ,
თითქოს ყველა ფერი თეთრში აირია .
ჩემთვის სიცოცხლე ხარ ,მებედნიერები.
ამინდი მარტივით ისევ აირია ...

მარუსა 15.12.2011

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი