არაპატრიოტული


ზეცა უფრო ახლო ჩანს 
ჩვენი აივნებიდან,
უფრო მეტად კრიალა
და უფრო-რე ფაქიზი
სანამ ჩემი დამბაჩა 
ისევ დაჟანგებულა 
სათქმელს ვიტყვი 
და ლექსით 
ტყვიას შუბლში დავიხლი ,
რომ სამშობლოს ყიდიან ,
როგორც იას-კონებად ,
თან ლამაზად კაზმავენ 
მყიდველს რომ მოაწონონ 
ჩვენ კი ვიღაც ურჯულოთ 
გადვიქეცით მონებად 
აღარც აზრი შემოგვრჩა 
საღად ავწონ -დავწონოთ 
ჩვენი სვე და ყისმათი 
ბეწვის ხიდზე კიდია ,
ძალა აღარ მიმყვება 
ბედს რომ შემოვუბღვირო .
ღმერთო ,მე პოეტობა 
სულ ფეხებზე მკიდია ,
მსურს მტერს ლექსად მუშტები
სულ ცხვირ-პირში ვუღერო .
ზეცა უფრო ახლოა 
ჩვენი აივნებიდან
და ყოველი ცისმარი 
შეღამებით იწყება .
დროა გამოღვიძების 
სანამ საქართველოა ,
ძმათა სისხლით სანამდის 
სამშობლო მოირწყვება ...

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი