და მე აღარ ვწერ


...და მე აღარ ვწერ იმ იმედზე ,
რომელიც უწინ ჩანასახშივე ჩამიკლეს 
და 
ვერ დავიჩემე ...
და მე აღარ ვწერ იმ სიზმრებზე ,
რომლებიც გუშინ ცდილობდნენ
ჩემში შემოღწევას ...
ვერ დავიჯერე ,
რომ თუ არსებობ , 
ნორმად უნდა მიიღო ყველა ღალატი ,
იმედების ვერდაჩემება ,
აღარც სიზმრები შემოუშვა შენს სამყოფელში,
რადგან ალაგი სადაც შენი დასაბამია 
არის სიცრუე !
და ეგ ლოცვაც შენთვის თუკი არის ღაღადი
(არავის მიმართ ),
არ იფიქრო ,რომ გაიგოს ვინმემ...
არ დაიჯერო ,რომ სიზმრები 
ვერ შემოგწვდება ,
არ დაიჯერო საკუთარ თავს 
ოდესმე მისწვდე....
მე აღარა ვწერ,
რადგან ჩემში უფრო მეტია
ემოციების სიცარიელე,
რადგანაც ჩემში უფრო მკვდრებია,
ვიდრე ცოცხლების სუნი და სუნთქვა,
რადგანაც ჩემში ყველა ფერი 
უფრო მკვეთრია
და ვერ იგებენ
და ვერ მიგებენ
და ვერ მიღებენ
და ვერც მე ვიგებ
და ვერც მე ვირგებ
და ვერც მე ვითმენ 
ცხოვრების ყველა წამსა და ჟანგბადს,
რადგან მაცვდება გულწფელობა
და ვიცი სხვას ვერასოდეს ვიყიდი,
ვერც ვიჩუქებ,
ვერც ვიქურდებ,
ვერც,
ვერც,
ვერც...
და ვდგავარ ასე 
ჩემი გაცვეთილი გულწრფელობით,
ჩემი ვერ ნანახი სიზმრებით,
ვერ გაჩენილი იმედითა და
საკუთარი თავით,
რომელიც არც კი ვიცი , ჩემია თუ არა...

და მე აღარ ვწერ ...

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი