სიმშვიდისეული
ასეთი შვილი ვარ : უძღები შვილივით გავრბივარ სახლიდან და მაინც ვბრუნდები ... ისეთი მშვიდი ვარ ,რომ ცამდე მართალი ყოველთვის , ყოველთვის, ყოველთვის ვჩუმდები ... ერთხელაც გაწყდება მოთმენის ძაფი და არ ვიცი საიდან დავიწყებ... თავიდან ! სურვილი ,რომელიც ძვლებს უკვე გავაძრე- გავდივარ ჩემი და სხვა სახის საზღვრიდან ... ერთხელაც ფასი ხომ ექნება დროს , წამებს , არ ვიცი საიდან აჯობებს მოყოლა ... არ ვიცი ფინალი როგორი აჯობებს, საკუთარ თავთანაც წავაგე ეს ბრძოლა . ვერ ვპოვებ მარტოსულს ფიქრში რომ მაჯობებს , ძარღვები დამწყდება ყვირილით მგონია . ფილტვებიც დასკდება ამდენი ჰაერით , წლებია სიმართლე არ გამიგონია ! ბინძური სამყარო ! დრო დადგა სხვაგვარი , დახეთქეს კედლები ფურთხით და ბზარები ... იცინეთ, დაკაწრეთ სამყარო სიცილით , ნუ დამღლით ამდენი უაზრო აზრებით. გაცვდა და გათავდა მელანი უჩემოდ, ფურცლებსაც დაემჩნა სხვების ანაბეჭდი ... არ ისმის ჩემი ხმა , არ არის ჩემი დრო ... მე ახლა სამყაროს კარიდან გავედი ... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი