მარუსასეული
ახლა ისე ძნელია ერთმანეთის გაგება, რაღაც ამოუცნობი დაიბადა ამინდი . ახლა ისე მინდება ოცნებების აგება და მთვარესთან (ორ კაცზე ) გადაშლილი ნადიმი... ახლა ისე რთულია აზრის აზრზე გადაბმა , რომ სიტყვებსაც ემჩნევა უაზრობის იერი , ახლა ისე მწყურია სულის სულთან შებმა, რომ თუნდაც მთელი სიცოცხლე ვიყო ლექსით მშიერი ... ახლა ისე რთულია შენი ჩემად ჩემობა , მახსენდება შენს მკერდზე ღილებია უთვალო , ახლა ისე რთულია ,ახლა ისე მიჭირს ,რომ... რომ მარტოსულს , მარტო სულს , შენ უშველი უფალო ! მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი