სიგიჟის დიაგნოზი ანუ რას ნიშნავს ადამიანობა
დღეს დიაგნოზი დამისვეს გიჟის, ახლა ვიზომებ მე თეთრ ხალათებს . ამიერიდან აღარ ვიდარდებ , გიჟს ხომ ვერავინ გამასამართლებს . ამეკვიატე და სულ არ ვწუხვარ თუ არ მეყოფა თეთრი არშია . მე თუ გიჟი ვარ , მაშ,თქვენ იფიქრეთ , ქვეყნად მოვლენის არსი რაშია . ეს ჩემი გრძნობა -განცდა არ ყოფნის , რადგან არ ვიცნობ თქვენგან არავის და ჩემი გრძნობა - ადამიანის ადამიანად ყოფნა არ მყოფნის ! დავიწყებ სუნთქვას ლექსის ენაზე , გავბედავ სიტყვას ,ჯერაც არ თქმულის , იქნებ გასწავლოთ ფიქრი და სუნთქვა სიტყვა ქართული ,ფიქრი ქართული , ადამიანური , გონივრული , სრული . და რადგან უკვე ათასგზის სცადეს გამოღვიძება ადამიანთა, მაგრამ არასდროს გვჯეროდა ღმერთის , არ ვმეგობრობდით ადამიანთან , და მაინც , მინდა მეც ვცადო ბედი , ხმა გავიგონო ადამ , მე რანთა , არ ვითხოვ არას ,გარდა ამ ერთის : ფერი ვიცვალო ადამიანად ! არ ვცნობ აქაურ ბრძენთა იდეებს , არც თქვენს სიყალბეს ,სიმართლის ნიღბით , აქ არ ვენდობი დასმულ დიაგნოზს (ზღვას გადავცურავ პატარა ნიჩბით ) . არ ვიცნობ არცერთ პირშიმთქმელ მამას , არც დედას ვიცნობ ,არ ვიცი ვინ ვარ . ვეცადე კარგი მყოლოდა და-ძმა , არ ვიცი ვინ ვარ ,არ ვიცი სად ვარ ... არ ვიცნობ გულწრფელ შეყვარებულებს , აქ ყველა თვრება ბილწი ფიქრებით . არ ვიცნობ სულით ამაღლებულებს , დღემდე მაღელვებს ხვალ ვინ ვიქნებით ! ყველა ჩვენგანი რაღაცას მალავს , ყველას თავისი მოსწონს მიზნები . მიმოიხედეთ ,ვინა ვართ,სად ვართ ! ზოგსაც აშინებს თავის სიზმრები . ლოთად თვლით ვინც კი მიირთმევს ღვინოს , ვინც არ სვამს ის ხომ გიჟია ნაღდი . წირვიდან მოსულ სხეულზე ითხოვთ დაცლას გრძნობების , ოფლის და ღვარძლის . ითხოვს მილიონს ,თუმცა ცოტაა - მაქსიმალისტი ქართველი კაცი , ყველა შეკითხვას უცბად პასუხობს ,ესეც ნიშანი ქართველი კაცის , გიჟია , ვინც კი არ გგავთ მანერით , თქვენსავით ალბათ არ უსმენს უცნობს , მოხუცს თუ თავის ადგილს დაუთმობს , ქუჩაში ცეკვავს , მღერის , არ მორცხვობს ... იცინის ხშიარად ,დადის ხალვათად , ბევრს ვერ აღიქვამს ადამიანად . თავისუფლება სწყურია რადგან ღმერთმა დაგვბადა ადამ -მე -ან-ად ... თქვენ სულ არ ფიქრობთ ვინა ხართ,სად ხართ, იგონებთ,უსმენთ ათას ჭორ-მართალს . იმისათვის ,რომ თქვენს მეს გაექცეთ გიჟად შერაცხავთ ყველა ჩვენთაგანს ... მალავთ სიმართლეს შვილებთან ,დებთან , საკუთარ თავთან,სინდისთან ,ღმერთთან , იწყებთ შფოთიან ფორიაქს ძილში , რადგან ბრძოლა გაქვთ საკუთარ ბედთან . .. ზუსტად არ იცით სად რა წამოგცდათ , ნოველა უკვე იქცა ცხრა ტომად . წუწუნებთ ყველა უაზრობაზე , უშუქობაზე, უფულობაზე, უკაცობაზე, უქალობაზე ... გათელეთ ყველა სიწმინდე ფეხქვეშ, სანთლის დანთება აქციეთ მოდად. ჩვენ შთაგვაგონეს მოთმინება და ხელს ნუ უბრუნებ თუ ერთხელ მოგხვდა ! ფასადურ გრძნობას არქმევთ სიყვარულს, ლოშნით ერთმანეთს ,მერე შორდებით. ხორცს დაიმშვიდებთ ,შემდეგ ალიონს , ყველა ჰორიზონტს ,საზღვარს სცილდებით . პრეტენზია გაქვს ადამიანო , იყო პირველი ყველგან ,ყოველთვის . წაგება შენთვის ხომ სიკვდილს უდრის - გამოიყენე ყველა მომენტი ! მე არ მწამს შენი ,ადამიანო , არც შენი სიტყვის , არც შენი განცდის . მე არ მწამს შენი ადამიანო , არც შენი ფიცის , არც შენი ჯვარცმის ! შენც ჩემებურად მსურდა გეფიქრა და რადგან გიჟის მაქვს დიაგნოზი, არ დამიჯერე და შეიყვარე ყველა აშარი და ყველა ბოზი ! მიეცი გლახაკს ლუკმა სურვილით , ისე ,რომ ზიზღის არ გქონდეს ოდა , გულის კუნჭულში იქ ,სადაც ადრე მალავდი ათას ჭორს ,საზიზღრობას . იფიქრე ისე ,როგორც მე ვფიქრობ . იფიქრე ,წერე ადამიანო ! იკითხე თუკი არ იცი რამე , გ ა მ ო ი ღ ვ ი ძ ე , ა დ ა მ ი ა ნ ო !!! მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი