ელოდები როდის დავწერ საშენოდ
ელოდები როდის დავწერ საშენოდ, ყოველ დილით მინთებ მზისფერ კერიას და ვერ ხვდები , რომ შენ უნდა მაშენო, თორემ კარგო, სული გადამერია ... ვეღარ ვუძლებ შემოდგომის არიებს, ძველებურად ღამეების თენებას ამინდებმა მიზნებიც ხომ არიეს, არ მაცდიან სიმშვიდით გათენებას ... ჩემი მკერდი შენში იწვევს ფორიაქს, მე კი ამ ხორცს ყოველ წამში ვიჯავრებ, რითმა მუდამ ჩემი მტერი მგონია ამიტომაც პოეტად ვერ ვივარგე .... ელოდები როდის დავწერ საშენოდ, ყოველ აისს მინთებ მზისფრად კერიას ... შენ ვერ ხვდები ,შენვე უნდა მაშენო თორემ სული სულმთლად გადამერია .... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი