სიზმარი
გამოვაღწიე (როგორც იქნა ) სარკოფაგიდან, გამოვალაგე ძვლები ჩემი ხორცის გარეშე. ვერასდროს შევსვი ღვინო შენი ტკბილი ბაგიდან , ვერ შევასრულე , ხელი ისევ თვითონ გაგიშვი .... დარჩნენ ვნებები ,როგორც ჩემში უიმედობა , როგორც სიმკაცრე დეკემბრის ან იანვრის სუსხი . და დღეს აღარ მსურს აღარც ღმერთი და არც შენდობა , დღეს ისევ ჩემს თავს , როგორც მუდამ , ვზივარ და ვუცდი.... გამოვაღწიე ,როგორც იქნა , სარკოფაგიდან. გამოვალაგე დარჩენილი ძვლები , მკლავები ... ვერასდროს შევსვი ღვინო შენი ტკბილი ბაგიდან , გამოვიღვიძე და სიკვდილის დგანან კარვები .... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი