მოთმენა


უნდა იკმარო უჩემობა შენივე თავისთვის . გამოიზოგო ,გაუფრთხილდე და გამოაზამთრო....უნდა ეცადო ჩვეული სიმკაცრით შეინარჩუნო საკუთარი თავი და ჩემში არ აირიო....მეტად საშიშია ჩემში დაკარგვა და უარესი -ჩემი ფერებით სამყაროს აღქმა ....უნდა იკმარო უჩემობა შენი ცხოვრების საპოვნელად . ჩემთან დარჩენა სიგიჟეა , ის თავგანწირვას გავს ,რომელსაც მიზანი არ გააჩნია ... ჩემთან დარჩენით არაფერი შეიცვლება ....წაილეკები ,დაიკარგები ,აივსები ღვინის ჭურივით და დამეღვრები .... უნდა იკმარო უჩემობა შენი თავისთვის ,შენი სიმშვიდისთვის,ბედნიერებისთვის,სრულყოფილებისთვის ,სიცოცხლისთვის .... 
უნდა გკმაროდეს უჩემობა , რომ გადარჩე ....

მარუსა :)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი