მე უფრო ტბა ვარ ან ჭაობი


მე უფრო ტბა ვარ ან ჭაობი,
შენ ისევ კალაპოტს მიარღვევ ..
თუმცა შენ არასდროს გნატრობდი 
მოდი და ჩემს თავზე მიამბე ,
რომ ჩემი თმებიდან იწყება 
ყველა გზა, სიმშვიდის ხიდები ,
რომ ჩემი სუნთქვებით ირთვება
ეგ შენი ცხოვრების მიზნები,
რომ უფრო ახლოა ჩემამდე ,
რომ მწუხრი მხოლოდ-რე მითია...
შენ მოდი ,ჩემს გადარჩენამდე 
და გეტყვი , რაც ჯერ არ მითქვია ....
მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი