მე ვიცი , უნდა გამაკრან ჯვარზე .
მე ვიცი , უნდა გამაკრან ჯვარზე და ჩემი სისხლი ხვრიპონ პეშვებით . სანამდის ხორცი მაკვრია ძვალზე ვერ მოგეშვებით ! სხვისთვის დღეები ჩემთვის ღამეა დარჩენა როგორც გარდაცვალბა . სული გაზაფხულს ვერ მოსწრებია , ვერ შევეგუე დროის ცვალებას . მე ვიცი , უნდა დავსვა წერტილი , ვეღარ ვამთელებ დაწყვეტილ ნერვებს . პოეზიაში ტირე , წყვეტილი ვარ და ვაკეთებ მცირე მანევრებს . ეგ არაფერი , რაღაც გამოვა და ლექსის არტერია მე ვერ გადავჭერი . აღარ დაიჯერო მზე რომ ამოვა და გადარჩები ! რადგან ყველაფერი ფარსია და ქრისტე არა ხარ რომ აღსდგე ! სიკვდილი სიცოცხლის არსია და ჩემს მძორს სიმაღლიდან ვაგდებ . თუმცა , დავაცადო ჩემ მტრებს გახარება გახდნენ ჩემი ხორცის ჯვარზე გამცმელები . მგლის თავზე წაკითხული სახარება ... ტანზე უნებურად შემოვიცვი შენი სურნელება~ტანსაცმელი . შენ ხომ ერთადერთი დამრჩი სატკივარი ჩემს გზას არასდროს რომ იარები . ღმერთიც აღარა მყავს საფიცარი , ვეღარც მოვიშორე იარები და ბოლოს მაინც , ვიცი უნდა გამაკრან ჯვარზე და სისხლიც ჩემი ხვრიპონ პეშვებით . სანამდის ხორცი მაკვრია ტანზე ვერ მოგეშვებით !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი