ბევრი დავკარგე


ბევრი დავკარგე , დასაკარგი არა რა დამრჩა ,
ბევრი გავბედე , შემეშალა კიდეც რამდენი . 
დავცარიელდი , წლებიც უკვე გამებნა სადღაც , 
გავკადნიერდი ....
ბევრი ვეძებე ჩემი სახე სხვის სახის ნაცვლად ,
ჩემი გრძნობები ვანაცვალე სხვების არშიებს 
და აი ახლაც ,
ჩემი კანი ძვლებს ძლივს რომ აკრავს არ მაპატიეს ....
ჩემია ყველა , ყველაფერი ,
ვიეგოისტებ . 
ჩემია ყველა ტალახი და სიწმინდე ერთად ,
რადგან არცერთი გულწრფელობა არ მაპატიეს 
და რადგან ყველა ტკბილი სიტყვა არამად შემხვდა
რადგანაც გაცვდა , გაიაფდა სითბო ამქვეყნად 
და კიდევ დარჩათ დასანგრევი წესი - ადათი .
ბევრი დავკარგე , დასაკარგი არა რა დამრჩა . 
მე გავბედე და დავასრულე თქვენთან კამათი .....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი