ღალატი
ხშირად მეუბნები , რომ ურცხვი ქალი ვარ და მკერდსაც უტიფრად ვიშიშვლებ. მერე ჩემთან ნამყოფს გაჩნდება დამღა და ვეღარ პოულობ სიმშვიდეს .. ხშირად მეუბნები , რომ სხვისი ქალი ვარ და ქმარსაც თავისუფლად ვღალატობ ... ჩემთან გაყოფილი არ გყოფნის საათი და ღამე სარეცელსაც არ ვათბობ ... შენ სულ მიმეორებ ,- სხვა ქალებს არ ვგავარ და არც ვინმეს არასდროს მადარებ ... ჩემს მკერდზე იძინებ და მერე სულიდან გულამდე მატარებ ... ხშირად მეუბნები , რომ ურცხვი ქალი ვარ და მკერდსაც თავისუფლად ვიშიშვლებ ... სწორედ იმიტომ , რომ სხვა ქალებს არ ვგავარ ამან დაგიკარგა სიმშვიდე .... მარუსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი