მე და მე


როგორ შეცვლილხარ ,
აი, უკვე რამდენჯერ გცვალე..
(დიდი ხანია აღარ გინდა ,
რომ მემეგობრო).

როგორ შეშლილა, 
მე ხომ დღემდე 
ათასჯერ ვცვალე 
და ჩემი სახე 
გადავუგდე ნიღბების 
ორმოს !

როგორ შევცვლილვარ , 
ვეღარა ვცნობ 
სარკეში ჩემს თავს ...
ჩემი თვალები-სულის სარკე , - 
არა ჰგავს თვალებს .

თოთო ბავშვივით 
ამიტირდა ცოდვილი სული 
და ჩემი ბაგეც აღარ აქებს 
უსიტყვოდ ღამეს ...

რამდენჯერ ვცვალე , 
მივატოვე ,
რამდენჯერ დავთმე
და ახლა მართალს და 
ჭეშმარიტს 
დავეძებ ჩემს თავს ....

თუკი ვიპოვე , 
ვფიცავარ , 
რომ იქნება ბოლო,
ფარსს და კარნავალს 
ნიღბებისას მოვუღებ 
ბოლოს ...

თოთო ბავშვივით 
ამიტირდა 
ობოლი სული ,
ხორცს და სასულეთს 
დღეს აღეპყრათ 
ზეცისკენ თვალი

თუ რამ გადარჩა ჩემში 
ნაღდი - 
ჩემი გულია,
გული და ლექსი 
და დღეს მე ვარ მათი 
მძევალი .....

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი