სენტიმენტები ..
სენტიმენტები მეცვა აქამდე , თუმცა სხვაგვარი მსურდა გენახე . გახსოვს პირველად რომ დამინახე , თმებზე თითები როდის შემახე ? მე მახსოვს , მახსოვს შენი თბილი ხმა , ნაზი ღიმილი დამშრალ ტუჩებზე . როგორ აანთო ზეცა თბილისმა , როგორ წაიქცა წვიმა ქუჩებზე . მახსოვს კოცნები ჩამქრალ ღამეში , ოთახში კვამლი სიგარის მძიმე . გიცქერდი ჩემი სუნთქვით გალეშილს , მაბამდი ყელზე ამბორის მძივებს . მე მთვარეც მახსოვს , სავსე და მკვეთრი , მახსოვს დილამდე რაზეც ვიცინეთ. ჩემი გულის გზას სიფრთხილით კვეთდი და რამდენ ღამეს ვერ დავიძინეთ ჭორების გამო , რომელიც გვცდიდა . ნერვებდაწყვეტილს ვლახავდით დღეებს , მაგრამ სიტყვები როგორ დაგვცლიდა ჩვენ ერთმანეთში ვხატავდით მზეებს და ახლაც წლები ერთად მიდიან , რას გაუგებენ ამ გრძნობას სხვები . ჩვენი სიშორე მხოლოდ მითია . ჩვენ ერთმანეთში ვსახლობთ და ვთბებით .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი