ვფიქრობ და
ვფიქრობ და უფრო - რე მეშლება ნერვები , რომ ისევ ვერაფერს ვერ ვიწყებ თავიდან , რომ ვეღარ ჩავაქრე ჩემს სულში ღელვები და მუდამ გავდივარ მეორე კარიდან . ვიღაცა მკარნახობს თამაშის მანერებს მიწესებს წესებს და არ ცხრება თავხედი ! ხოდა, უმოქმედოდ მე რა გამაჩერებს ან სხვის დაძახილზე როდი ვიხედები . ვფიქრობ და ყელშია უკვე დედამიწა ! თქვენ კი რას გაიგებთ რატომ ვიყეფები . თქვენთვის დამითმია ყველა ოვაცია , ყველა ტრიუმფი და მიღწევები ! უკვე არაფრისგან ვიქმნი ილუზიას , ისევ მიწუნებენ ლექსებს გოშიები . ახლა ყველაფრისთვის მიმიფურთხებია , როცა ძვლებს მიხრავენ ხარბად , მოშიებით ! ხოდა , ამიტომაც უნდა განვმარტოვდე , კამათი რეგვენთან არ მჩვევია . ღმერთს ვთხოვ , არასოდეს გავმარტივდე ლექსებს სისხლის წვეთი ამჩნევია . ნერვებდაწყვეტილი სტრიქონები იმედს ჩემთვის აღარ იმეტებენ . ღმერთო , რამდენ რამეს ვიგონებდი , ღმერთო , რამდენ რამეს მიგონებენ ! ხოდა , ამიტომაც გავდივარ კარიდან , ხოდა , უფრო-რე მეშლება ნერვები . რამდენსაც წავაგებ დავიწყებ თავიდან , პოეტში არასდროს ჩაცხრება ღელვბი !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი