დამკვირვებელი
კაცი, რომლის სახელი არავინ იცოდა ,იყო მუნჯი . ყოველ დილით იღვიძებდა, შხაპს იღებდა, იკვებებოდა, მოკლედ რომ ვთქვათ ახალს არაფერს აკეთებდა . ქუჩაში გასვლისას ყოველ დილით გადიოდა ერთსა და იმავე მარშრუტს. სეირნობისას იღებდა პორტრეტებს და ამ პორტრეტებზე ჩანახატებს აკეთებდა ხალხს უკვირდა მაგრამ უკვე იმდენად შეჩვეულიყო მაცხოვრებელი ,რომ ამ კაცს არათუ იცნობდნენ, არამედ ფოტოგრაფსაც ეძახდნენ .მასზე ცნობილი არ იყო არაფერი. არც ოჯახის წევრები არ ყავდა ,არც მეგობრები, არც ნაცნობები. მისი ხმაც არავის გაუგია ,მხოლოდ პოტოაპარატის ყრუ ჩხაკუნის ხმა ისმოდა და მისი შარვლის ტოტების ,სულ თან ზდევდა ეს ხმა ,არასდროს მიუტოვებია,ისევე როგორც მას არ მიუტოვებია პორტრეტების შექმნა ,მაგრამ გასაკვირი არის ის, რომ გამჟღავნების შემდეგ კაცი ფოტოებს საღამოობით ზღვაში უშვებდა უკან გაურკვეველი წარწერით, ასე გრძელდებოდა წლები არაფერი იცვლებოდა ერთადერთი რაც ემატებოდა კაცს ნაოჭები და სითეთრე იყო ,რომელიც არც ალამაზებდა არც ამახინჯებდა . ერთხელაც სანაპიროზე ვიჯექი. კაცი მე მიყურებდა და ზღვას ზურგს აქცევდა ხელში ფოტოაპარატი ეჭირა . იღიმებოდა,არ ვიცი ეს ღიმილი რას ნიშნავდა მაგრამ იშვიათი იყო როცა იღიმოდა . უფრო იშვიათი იყო ის თუ გადაღებიისას იღიმოდა . ფოტო საკუთარ თავს გადაუღო .მე მიყურებდა იღიმოდა, ფოტო შუბლზე მიიკრა და უკანასვლით ზღვაში შევიდა .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
erts vityvi ra
სტაპ კამერციალ მიუზიკ