შენ და მე.


***
შენ და მე.
მე და შენ.
ილუზიონისტის ქუდში მოძეული 
ერთმანეთი.
სწორედ ამიტომ, ვერასდროს დავამადლით
ჯერ კიდევ არარსებულ სიყვარულს ერთმანეთს.
მე და შენ.
შენ და მე.
დაკარგული სამხედრო მტრედის პაწაწინა
ქაღალდის ნაჭრით მოტანილი ერთმანეთი.
სწორედ ამიტომ,ვერასდროს ვერ დავარღვევთ ფიცს 
ერთმანეთის წინაშე.
(პრინციპში ის ხომ საერთოდაც არასდროს დაგვიდია).
მე და შენ.
შენ და მე.
ფანჯრის მინაზე ჩაქცეულ შემოდგომის წვიმაზე
მოხატული ერთმანეთი.
სწორედ ამიტომ.ახლა მივდივარ და ავორთქლდები.
ავორთქლდები და ავალ ზეცაში,
ჩემი წასვლა კი არ იქნება მიტოვება,
იმიტომ რომ ყოველდღე წვეთ წვეთად შეისუნთქავ
ჯანსაღ ჰაერს ჩემი სახით,
ყოველდღე მომიწევს შენი პაწაწინა 
ცხვირის ნესტოებზე შეხება სანამ ღრუბელთა 
გვარდიას შევუერთდები.
შემდეგ იმ ცხვირიდან ფილტვებში ჩამიტანს 
დინება...
მე და შენ.
შენ და მე.
მე ყოველი შენი ამოხველებით მოპნეული
ბაქტერიები ვარ ირგვლივ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი