სახაზავია მედიანა, დიახ საერთოდ ..


სახაზავია მედიანა, დიახ საერთოდ,
უფრო აღნიშნავს სასვენ ნიშნებს ალბათ გრძედები,
და ეს კომპასი კაპიტანით ისე გაერთო,
რომ ჩრდილოეთით,სამხრეთამდე მეც დავბრძენდები,

მათი შემყურე,და ვეყრდნობი განცდებს აი სად,
და  ქარებს ბაწრავს მდგომიარე ზურგით მატროსი,
ღრუბლების ბრძოლა,მზის სურვილი,კვდომა აისად,
და სირინოზის გვერდზე სროლა მწვანე მანტოსი,

აი ესერიგ ამიჩუყებს გულის ნაპირებს,
მე წვიმის წვეთებს სახლისაკენ მივერეკები,
ქუსლი სუსტი აქვს შენ ეს იცი ძლიერ აქილევს,
მე კი საერთოდ ქუსლის ნაცვლად სუსტი ნეკნები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი