ძველს


*
ძველისძველ ოთახს მე ვგრძნობდი სრულად,
დუმილს ანგრევდა ხმები საათის.
კვნესოდა ხსოვნა საუხერხულოდ,
დრო - ათასცხრაასოთხმოცდაათის.
*
გსურს გენიალურს ქარივით სდიო,
იგრძნო დიდების დაფნა მარადი,
რომ უკვდავების თასით დალიო
ჟამთა ცრუ დენა და მასკარადი.
*
ინატრებ სოფელს, 
გზებს - ოკრო-ბოკროს,
სიმწვანით მოსილ ვიწრო ღელეებს,
ვერ ჩაუნაცვლებ ამ წარსულს ოქროს
და არ აჰყვები სისულელეებს.
*
გადვიდა... ახლა სხვა დღე ილევა,
ლალით სავსეა ღამების ავზი,
გული აბა ვით არ გადირევა,
როცა ედება სიძველეს ხავსი.
*
ძველისძველ ოთახს მე ვგრძნობდი სრულად,
დუმილს ანგრევდა ხმები საათის.
კვნესოდა ხსოვნა საუხერხულოდ,
დრო - ათასცხრაასოთხმოცდაათის...
*
მიხეილ ქაშიაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მთვარის შუქი7 წლის წინ

კარგია, ძალიან კარგი...

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი