ქარი და კაცი
- გული რომ მქონდეს მას უსათუოდ მოკლავდა ჟამი ჩვენი - მყოფობის, სული რომ მქონდეს, ამოვიტანდი სიღრმეს - ტკბილ-მწარეს, წუთისოფლობის. თვალნი რო მქონდეს, დავიტირებდი, უგნურობას და უკუღმართობას, კაცთა ადგილზე არ ვისურვებდი, ქვეყნად არვისთან გულის განდობას... მადლობა ღმერთს, რომ არ მაქვს არცერთი, მავანთა მსგავსად არ მეწვის მკერდი. * - არ გიგემია ცხოვრება მწარი, მაშ რა გიწოდო, თუ არა მკვდარი... * - ჩემი თვისება: უჩინო, ჩქარი, არ მომეღლება არც ფრთა, არც მკლავი. წუთისოფლისთვის მარად უკვდავი, ყოვლის მხილველი, მე ვარ ეს - ქარი. * მიხეილ ქაშიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი