მარტში ქუჩებს უეცრად ..
მარტში ქუჩებს უეცრად, საუკუნო მეფეთა ძველი აბობოქრებით ქარი შემოეფეთა. ვინ ვიყავი?! ვიდოდი, ღამის ბნელი რკალებით, არუშორეს, გარდასულ სველი თებერვალებით. გული - ცეცხლის მოწამე, - ვინც კი იყო პირველი, ნაზი წვიმით ტიროდა, მარტი - შესაწირველი. გასაგონად ძნელია, თუმცა ბევრი გვისმენდა, სული ამდენ გოდებას სიყვარულით ითმენდა. წამის ელვით მოსული ვინ რომელი სვიანი, ბოლოს მაინც მტვერია, ყველა ადამიანი. კვლავ ღრუბელი, ბულულა, (ღმერთო, რა გაათენებს) ღამე - ჩემი დემონი, ისევ არ მომასვენებს. ო, ქარები ალერსით ჩემს სულს შემოხვდებიან, ვარსკვლავთ შორის, როდესაც გზები გამოჩნდებიან. მარტში ქუჩებს უეცრად, საუკუნო მეფეთა ძველი ახმოვანებით ქარი შემოეფეთა. * მიხეილ ქაშიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი