თავჩაღუნული ნაბიჯით ნელით ..
*** თავჩაღუნული ნაბიჯით ნელით, საქართველოზე ჩაფიქრებული, წავალ სახლისკენ ქუჩით რუსთველით, სამშობლოსავით დაღონებული. შემომღაღადებს ქაშუეთი შველას: - მე საქართველო დავკარგე შვილო, ყველა მტარვალს და თუნდ უძღომელას, ხშირად ვუყურებ, გავუძლო - ვცდილობ... იქნებ შენ მითხრა ვაჟო ქვეყნისავ: რად სწყვეტს წარსულთან ქართველი კავშირს? მას უკეთესი სხვა რა ეღირსა, რომ მიწა-წყალი აღარ სურს სახლის?... - მესმის ტაძარო ტკივილი შენი, და სამწუხაროდ ღირებულება აწ შეიცვალა ძვირფასი ძველი, მდარემ დაიწყო დასადგურება. * ჩვენ სიზარმაცემ დაგვძალა ძლიერ და გარყვნილების მაღალი ტალღით, შვილებს ქვეყნისა და სულით მღვრიეთ, ვერანებს უკვე არ გვქვიან ხალხი... * – შვილო, წინაპრებს როგორ გადავცე, თუ რა დღეშია დღეს საქართველო, როგორ იძრცვება, როგორ იხრწნება, მისი ლამაზი ველი თუ მდელო... * - ტაძარო ჩემო, მე მაინც მჯერა, მთლად არ ჩაქრება სინათლე ჩვენი, გამოვფხიზლდებით, ვიშრომებთ ყველა, და მადლიც გვნახავს - წყალობის მჩენი. * მიხეილ ქაშიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი